logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მადლობლები ვართ აშშ-ის პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის
- +

7 დეკემბერი. 2017. 11:20


 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გამოეხმაურა.


„ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3 000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3 000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ აშშ-ის პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ის იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner