8 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა.
სხდომაზე ანგარიშით გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გამოვა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.