2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს.
„თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული", - განაცხადა ხიდაშელმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამას ახლა საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება და ჩვენი ამოცანაა, რომ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმედება დავიწყოთ. ეს სისტემა NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანია და მაღალი შედეგის მომტანი", - აღნიშნა ხიდაშელმა.