logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: მამაცობა ნიშნავს, გააკეთო ის, რასაც სწორად მიიჩნევ, ასე მოიქცა ტრამპი
- +

7 დეკემბერი. 2017. 11:35



გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ტელეარხ „Fox News"-ის ეთერში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ისრაელის სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მიიღო.


„ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელთან ერთად მიიღო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის მიიღო", - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.


გაერო-ში აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მამაცურია.

 

„მამაცობა არ ნიშნავს, გააკეთო ისე, როგორც ყველა ამბობს. მამაცობა ნიშნავს, გააკეთო ის, რასაც სწორად მიიჩნევ. ასე მოიქცა პრეზიდენტი.

მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს თავისი საელჩოები მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში აქვს განთავსებული. ამიერიდან ისრაელშიც ასე იქნება. ეს სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner