logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: პრეზიდენტი უცნაურად გაჯიუტდა!
- +

20 აპრილი. 2016. 14:28


ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრი გიგა ბუკია საარჩევნო კამპანიის 6 თვით ადრე გამოცხადებას სწორ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ კუთხით „უცნაურად გაჯიუტდა".



„როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში იყო, ვთხოვე მას, რომ არჩევნების თარიღი ბევრად ადრე ეთქვა, ვინაიდან თარიღი არის ის თემა, რომელიც მუდმივად აწუხებდა ოპოზიციას და როცა მოსახლეობამაც რაც შეიძლება ადრე იცის, როდის ტარდება არჩევნები, რა თქმა უნდა, უკეთესია. მაგრამ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს, სამწუხაროდ, პრეზიდენტი უცნაური გაჯიუტებით გვთავაზობს. ევროპული ქვეყნების მაგალითებს მოვიყვან საარჩევნო კამპანიის დაწყების დროსთან დაკავშირებით. ბელგიაში საარჩევნო კამპანიის მაქსიმალური ვადა  არის 3 თვე; ბულგარეთში, რუმინეთში - 30 დღე; უნგრეთში - 50 დღე, ესტონეთში 45 დღით ადრე იწყება საარჩევნო კამპანია; ლიტვაში - 30 დღით ადრე, მალტაში - 20 დღით ადრე, ჰოლანდიაში - 4 კვირით ადრე, ესპანეთში საერთოდ 15 დღით ადრე იწყება საარჩევნო კამპანია. სლოვენიაში - 30 დღით ადრე.  6 თვე ამომრჩეველს ვესაუბროთ - მოდი არჩევნებზეო და იგივე ვადა ვამყოფოთ მედიაც საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, არ მგონია უპრიანი იყოს. 3 თვე ეს არის მაქსიმალური ვადა", - განაცხადა ბუკიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner