logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას
- +

7 დეკემბერი. 2017. 14:55



საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან - განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეს არის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.


„ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ - ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის მრავლისმომცველი პროგრამა. ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ განვითარების 4-პუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება. თუ პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner