logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ხელისუფლებას ეკადრება
- +

20 აპრილი. 2016. 14:41


საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ „მრეწველებს" 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ. ამის შესახებ თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აქვე თოფაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ხელისუფლებას ეკადრება.

 

 „ჩვენ ბარიერის გადალახვაზე არასდროს გვქონია პრობლემა. 7 %-იანი ბარიერი რომ იყო, მაშინაც კი. ახლა ცალკე გავდივართ. 73 მაჟორიტარის შერჩევა ასე უცებ არ ხდება. ვმუშაობთ. რაიონებში ბევრი კარგი წარმომადგენელი გვყავს. 18 წლის მანძლზე შეიქმნა გუნდი, რომელიც ყოველთვის წარმატებით ასრულებდა მის მოვალეობას. ეს პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. არასამთავრობოები რაღაც ძალიან გააქტიურდნენ ახლა, მაგრამ ძალიან ბევრი შეღავათი კეთდება მათთვის. არ არის გადაწყვეტილი, ბარიერი დაიწევს თუ არა, შეიძლება 3 ან 4 % გახდეს, რადგან მეტს ჰქონდეს საშუალება, გადალახოს ბარიერი. შეღავათი კეთდება. ფინანსური დახმარება ექნება ბევრს, ასეთი აჟიოტაჟი და აგრესიულობა არ მიმაჩნია,  სწორი იყოს. გაიხსენონ, რა არჩევნები ტარდებოდა და რა ძალადობა მიდიოდა. ახლა რაც ბოლო წლებში ჩატარდა არჩევნები, 2012 წელს, პრეზიდენტის, მერე ადგილობრივი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ დარღვევებს, რომლებიც საგარეჯოში მოხდა, ჩვენ ვერავინ მოგვედავება, კოალიციის პერიოდში რომ არჩევნები გავაყალბეთ ან რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩავიდინეთ. ასე რომ, ვემზადებით და მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ისე,  როგორც ეკადრება ხელისუფლებას", - განაცხადა თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner