logo_geo
eng_logo
ხვალ ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნება
- +

7 დეკემბერი. 2017. 16:48



2017 წლის 8 დეკემბერს, 19: 00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.


გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.


ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.

მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.

მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.


მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.


გამოფენა საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით, ტექნიკური ოსტატობით და მაღალმხატვრული კომპოზიციებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner