2017 წლის 8 დეკემბერს, 19: 00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.
ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.
მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.
გამოფენა საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით, ტექნიკური ოსტატობით და მაღალმხატვრული კომპოზიციებით.