მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემა „ფაბრიკაში" განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არა, ჩვენ მეგობრები ვართ, მრჩეველი არ ვართ ნამდვილად. ერთად გვაწუხებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის ბედი... ჩვენ ვმეგობრობთ ოჯახებითაც, ურთიერთპატივისცემაზე ვართ დაყრდნობილი. გადასარევი ოჯახი აქვს, სანიმუშოა, თუ ვინმემ იცის მისი შვილებთან დამოკიდებულება ოჯახის, ქალბატონი ეკას მიმართ. მე ვთვლი, რომ ბევრი კარგი ოჯახი არის კარგი სახელმწიფოს საწინდარი, ბიძინას ოჯახი ერთ-ერთი ასეთია", - განაცხადა შენგელაიამ.