logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გრცხვენოდეთ „რესპუბლიკელებო!“
- +

21 თებერვალი. 2016. 15:24


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე FACEBOOK-ზე წერს, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა „ეროვნულების" წალენჯიხის ორგანიზაციის ლიდერი ჯემალ ქარდავა.


შევარდნაძის კორუმპირებულმა პროკურორმა,რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნულების" წალენჯიხის ორგანიზაციის ლიდერი ჯემალ ქარდავა. ჯემალ ქარდავა თავის 6 ძმასთან ერთად ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან იდგა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლთა რიგებში. წლების განმავლობაში იბრძოდა შევარდნაძის ხუნტის ჯარების წინააღმდეგ და ერთი წუთითაც არ შეუცვლია თავისი პოზიცია, ბოლომდე ერთგული დარჩა პრეზიდენტისთვის მიცემული ფიცისა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჯემალ ქარდავა აქტიურად ებრძოდა ნაციონალების (ახალაიების, მეგის ქარდავას) ბანდებს და სიცოცხლეს წირავდა ქართული ოცნების" გამარჯვებისათვის. ბატონი აგულაშვილი იმდენად პატარა კაცი აღმონდა, რომ ჩემს, სანდრო ბრეგაძის ბოღმას გადააყოლა უპატიოსნესი ადამიანი, საქართველოს პატრიოტი და ეროვნული მოძრაობის ვეტერანი. გრცხვენოდეთ რესპუბლიკელებო", ნუთუ საერთოდ არ დაგრჩათ არც სინდისი და არც ადამიანობა. მე შემიძლია გადმოგცეთ ბატონი ჯემალის დანაბარები, რომ თქვენ წალენჯიხის რაიონში ოფისსაც ვერ გახსნით და თუ გექნებათ ამის მცდელობა, მაშინ მიიღებთ საზოგადოების აქტიურ და ქმედით პროტესტს!", - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner