logo_geo
eng_logo
რუსთავის სკოლაში, ფოსფორის გაჟონვის შედეგად, 11 მოზარდი მოიწამლა
- +

20 აპრილი. 2016. 14:56


რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში, ფოსფორის გაჟონვის შედეგად, 11 მოზარდი მოიწამლა.

სკოლის დირექტორმა არსენ დემეტრაშვილმა  „2030.news" -ს განუცხადა, რომ მე-5 კლასის ერთ-ერთმა მოწაფემ სახლიდან სამხედრო დანიშნულების, ფოსფორის შემცველი  ღამის სანათი მოიტანა, რომელიც მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გახსნეს. ფოსფორის სუნზე რამდენიმე ბავშვი შეუძლოდ გახდა.


ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რუსთავის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი მალევე გაწერეს სტაციონარიდან. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის რეკომენდაციით, 11-ივე მოწამლული რამდენიმე დღე სახლში დარჩება.


დირექტორის განცხადებით, სკოლაში სწავლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner