logo_geo
eng_logo
ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო
- +

7 დეკემბერი. 2017. 17:40



აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეას და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.


არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.


საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „იერუსალიმი პალესტინაა", „მოვკვდებით ალ-აქსასთვის". ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზება მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს.


ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner