ლექტორი ზაზა სიამაშვილი აკადემიკოს როინ მეტრეველთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღესაც ახალგაზრდაა, დღესაც შემართებითაა, დღესაც იკვლევს და იძიებს! სხვაგვარად არ შეუძლია! არც მეგობრები ავიწყდება - უფროსი თუ უმცროსი, არ აკლებს ყურადღებას! და გვახარებს ხოლმე „მინდა, ჩემი წიგნი მოგართვათ და სად შეიძლება?!" მისი ყველა წიგნი სამაგიდოა! რადგან არავინ ისე არ „უკირკიტებს" ჩვენს მდიდარ წარსულს და სულიერ სიმდიდრეს, როგორც ის! ვამაყობ, რომ მის უმცროს მეგობართა რიცხვს ვეკუთვნი, ვამაყობ, რომ მეც მაქვს მისი ავტოგრაფით წიგნები! მადლობა თქვენ, ბატონო როინ, იმ 12 წლისთვის, რომელიც უნივერსიტეტს დაუთმეთ, სტუდენტებს სტუდენტობა აგრძნობინეთ, უნივერსიტეტის თანამშრომელი დაცული იყო! დღევანდელ დღეს კიდევ უფრო დასაფასებელია ეს ყველაფერი! დანიშნეს, მაგრამ უმალ არჩევნები დანიშნა! ერთხმად აირჩიეს! არა ისე, როგორც დღეს ხდება, მახინჯი პატარძალივით რომ წარადგენენ და „ხანუმას" აკოფასავით „აი, ესეც თქვენი ნევესტაა"! ნურას უკაცრავად! იდღეგრძელეთ, ბატონო როინ, თქვენს უსაყვარლეს ოჯახთან ერთად, მათი ერთად ყოფნა უპირველესი და უალტერნატივო ძალა და შემართება იყო და არის თქვენთვის!" - წერს სიამაშვილი.