logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ოპოზიციის კომფორტისთვის ყველაფერი გავაკეთეთ!
- +

20 აპრილი. 2016. 14:57


„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას უფრო კომფორტულად ეგრძნო თავი; მათ შორის საარჩევნო ველის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე საუბრისას ომარ ნიშნიანიძემ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნებს.



„ჩვენი ხელისუფლება არის ის ძალა, რომელიც მაქსიმალურად უსმენს ხალხის ხმას და ასევე ოპოზიციას, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეხედულებას გამოხატავს. მახსოვს, ოპოზიცია გაჰყვიროდა, რომ ძალიან დაბალი იყო საარჩევნო თამასა და მიესალმენ, რომ 5 %-ზე ავწიეთ ბარიერი. პირადად ჩემი აზრია, რომ 5 % ნორმალური ზღვარია. საქართველოში ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს ძალიან სერიოზული პარტიები. არა 10 და 20-კაციანი პარტიები, არამედ პარტიები, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და დაიმკვიდრებენ  თავიანთ თავს პოლიტიკურ სივრცეში. 2 %-ზე ბარიერის ჩამოწევა, ვფიქრობ, არ გააჯანსაღებს საქართველოში პოლიტიკურ ველს", - განაცხადა ნიშნიანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner