logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ გვსურს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მერკანტილიზმამდე დავიყვანოთ
- +

20 აპრილი. 2016. 15:00


ჩვენ არ გვინდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე, რომ რომელიმე მიიღოს თანხა და ამით შეინარჩუნოს და გაიხანგრძლოვოს თავისი ყოფნა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე", - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 2%-ს დააგროვებს, კვალიფიციურ სუბიექტად ჩაითვლება.



რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ვოლსკის თქმით, ამის სურვილიც რომ არსებობდეს, მანამდე საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" მზად არის, 2020 წლიდან მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებას, თუმცა მანამდე, პარლამენტარი არ იზიარებს მიდგომას, რომ მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner