logo_geo
eng_logo
ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები
- +

7 დეკემბერი. 2017. 21:19



BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე, 16 პალესტინელი დაშავდა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის გამო გაიმართა.


წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმეტესობამ დაზიანება მიიღო რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენების გამო. ერთი ადამიანი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.


ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დამატებით ასობით სამხედრო განათავსა. აქ დემონსტრანტები წვავდნენ მანქანის საბურავებს და სამხედროებს ქვებს ესროდნენ. ბეთლემში სამხედროებმა ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი ცრელსადენი გაზი გამოიყენეს.


ქალაქ რამალაში, სადაც პალესტინის მთავრობაა განთავსებული, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები. ასევე, გამოცხადებულია სამდღიანი „მრისხანების დღე" დონალდ ტრამპის განცხადების გამო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner