„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვინც საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის მომხრეა:
1. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი ნაბიჯი, დიდი ალბათობით გადავიკიდებთ მუსულმანურ სამყაროს.
2. ჩვენ არ გაგვაჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები, სრულიად დაუცველნი ვართ.
3. აშშ-ს და ისრაელისგან განსხვავებით ჩვენ არც ბირთვული იარაღი გაგვაჩნია.
4. ჩვენ ამ ქმედების სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გვექნება, გარდა მოსალოდნელი საფრთხეებისა. თუ სრული ბედნიერებისთვის ტერორისტული აქტები გვაკლია, მაშინ თამამად შეგვიძლია გადავდგათ ეს ნაბიჯი. მაგრამ უმჯობესია სადაც არაა ჩვენი საქმე იქ ძალით ნუშევეტენებით.
5. სახელმწიფოებს შორის ძმობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები! სახელმწიფოებს შორის ძმობა რომც არსებობდეს, არც მაგაში ჩავჭრილვართ ოდესმე და არც ძმობაა კიდევ ცალმხრივი!"- წერს ტომარაძე.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს „დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".