logo_geo
eng_logo
საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“
- +

7 დეკემბერი. 2017. 22:19


 

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა".  კონფერენცის გახსნიან  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში იუგეშვარ სანგვანი და საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი.



ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის  წარმომადგენლები, გოას მსოფლიოს საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქეთევანი" დამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელი. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ  პორტუგალიელი სპეციალისტები რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონში, და გრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში. 12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული; მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩასვლა, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის. პანოს რესტავრაცია მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.



საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში მდებარე, მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურებული წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტრის ნაშთებში ინდოელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა.  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.



მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, . ფურცელაძის . 1.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner