logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: დღევანდელ სიტუაციაში კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნარკოტიკების ლეგალიზაციის
- +

7 დეკემბერი. 2017. 23:05



„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ სიტუაციაში, დღევანდელ საზოგადოებაში, ნებისმიერ ნარკოტიკის ლეგალიზაციის, რომელიც დღეს ლეგალური არ არის (რამდენიმე ნარკოტიკი ლეგალურია თამბაქო და ალკოჰოლი)", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ 90-იან წლებში ფაქტიურად ლეგალური იყო ნარკოტიკი და რა შედეგიც მივიღეთ, ამას ყველა ხედავს.

 

„ეს გამოვიარეთ 90-იან წლებში, ჩვენ ფაქტობრივად ლეგალიზებული გვქონდა ნარკოტიკები და რა შედეგებიც მივიღეთ ჩვენს საახლობლოში, სამეგობროში, კარგად ვხედავთ. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს პრევენცია, მკურნალობა, ინფორმაციის სრულყოფილი წყარო, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მათთვის ნარკოტიკების მოხმარებას, ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალ არჩევანზე საუბარი არი არასწორი. ეს ჩემი პირადი აზია და შეიძლება განსხვავდებოდეს სხვების აზრისგან, მაგრამ ვიმეორებ, რომ ვარ მოწინააღმდეგე ლეგალიზაციის",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner