logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: სამთვენახევრის განმავლობაში ყოველ ღამე მიკვდებოდა...
- +

8 დეკემბერი. 2017. 02:11



„ორი ღამე არ მეძინა. დილით მეგონა რომ ძილში ვიყავი, ვერ მივხვდი მეღვიძა თუ რა ხდებოდა. დავინახე, რომ მონიტორი აირია. აფორიაქებული წამოვხტი და ირმამ მკითა ცუდად ხომ არ ხარო", - ამ სიტყვებით პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის გარდაცვალებას იხსენებს. ჩარკვიანმა გადაცემა „პროფილში" მამის ბოლო დღეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი მას და დედას ორი დღით ადრე დაემშვიდობა.

 

„სამთვენახევრის განმავლობაში ყოველ ღამე მიკვდებოდა. ორი დღით ადრე მე და დედას ხელზე გვაკოცა. ეს ამბავი არ მომეწონა. გამოვიცანი, რომ თავად დააპირა უკვე დამშვიდობება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ყველას ჰქონდა განცდა, რომ ყველას მამა იყო", - განაცხადა ჩარკვიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner