logo_geo
eng_logo
ირმა გიგანი: პირველად ეს ლექსი რომ წავიკითხე, ცრემლი ვერ შევიკავე...
- +

8 დეკემბერი. 2017. 03:11


 

„ის ლექსი, რომელიც მე მომიძღვნა, როცა პატარა ვიყავი ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია. პირველად რომ წავიკითხე ცრემლები ვერ შევიკავე. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო იგივე ემოცია მაქვს", - ამ სიტყვებით ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილმა ირმა გიგანმა გადაცემა „პროფილში" ის ლექსი გაიხსენა, რომელიც მას ბაბუამ მიუძღვნა. როგორც გიგანმა განაცხადა, მას სჯერა ლექსის შინაარსის.

 

„ახლა, როდესაც სახლში მივდივარ და ბაბუ არ მხვდება და მე უკვე დიდი ვარ სწორედ ეს შინაარსია ამ ლექსში. ის ნაწარმოები ოპტიმიზმს მიტოვებს, რომ მეუბნება სულში ჩამისახლდება. ზემოდან, რომ გზას მინათებს ამის მჯერა, ვგრძნობ", - განაცხადა ირმა გიგანმა.


„შენ რომ დიდი იქნები,

მე რომ აღარ ვიქნები,

დამასიე ფიქრები,

როგორც თოვლის ფიფქები,

შენ რომ დიდი გახდები,

შინ რომ აღარ დაგხვდები,

სხვას რომ ვერას გავხვდები

სულში ჩაგისახლდები,

როცა შენ დაქალდები,

როცა მე გავქვავდები,

ისე არ დავღამდები,

ისე არ გავქვავდები

იქედან არ გინათო,

ხშირად, განა ძვირადო,

მერე უფალს იმას ვთხოვ,

გადავიქცე ირმათო,

რქებზე ჩამოვიკიდებ,

შენს სიყვარულს ზინათად,

შენს სახელზე ძვირფასო

მთებში ვივლი ირმადა!

 

პატარა ირმას - ჯანსუღ ბაბუ"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner