logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ძალიან მაგარი გადაცემა ჰქონდა ინგა გრიგოლიას...
- +

8 დეკემბერი. 2017. 10:16


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან მაგარი გადაცემა ჰქონდა ინგა გრიგოლიას.

 

მოდით ყველაფერს პრაგმატულად შევხედოთ და თავისი სახელი დავარქვათ.

 

მან ზუსტად გვაჩვენა „ის ხალხი", ვინც დღეს საკმაოდ აგრესიულად (აგრესია მარტო გინება, ჩხუბი დ.ა.შ. არ არის, მითუმეტეს, რომ იქ ერთმა „მუსიკოსმა" რაღაც მუქარის ფრაზებიც წარმოთქვა).

 

ინგამ საზოგადოებას მისცა საშუალება დაფიქრებულიყო და იმ შეკითხვებს, თუ პოზიციებს, რომელიც აქამდე ბოლომდე არ იყო ინტერპრეტირებული, ზუსტად ჩამოყალიბებულიყვნენ და უკვე ლეგიტიმური იმპლემეტაცია მიეღოთ.

 

1. ინგამ გადაცემის დასაწყისში თქვა, რომ აქ „ისეთი" საზოგადოება არის შეკრებილიო (ცხადია ზუსტად ციტირებას ვერ ვახდენ). მართალიცაა. ე.წ. მუსიკოსები, დიჯეები დ.ა.შ. რომლებიც მიუხედავად საკუთარ თავზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენისა, რეალურად არაფერს წარმოადგენენ. ბოლოს კი მათ „მძიმე საზოგადოება" უწოდა. თავისი სახელი დაარქვა მათს მენტალობას და აზროვნების ხაზს - თქვენ განსხვავებულ აზრს ვერ იტანთ! (განსხვავებული აზრის ვერატანა კი ვიწრო გონებრვი, თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების პირდაპირი გამოვლინებაა). ამის მაგალითი იყო გუკა რჩეულიშვილის რეაქცია დიმა ლორთქიფანიძის ჩართვის შემდეგ. მან თავის თავზე აიღო „ლიდერის" ფუნქცია და დარბაზის სახელით „განაცხადა" რომ მათ შეკითხვები არა აქვთ. სცადა ეს განცხადება მოევარაყებინა ირონიით, მაგრამ ვერ შეძლო.

იქ არ იყო არცერთი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ნიოლოგი, მძღოლი, ისტორიკოსი დ.ა.შ. (ექიმები და ე.წ. ფსიქოლოგები, ნამდვილად არ იყვნენ საჭირო). არადა დამერწმუნეთ, რომ ჩამოთვლილი სპეციალობების წარმომადგენლებსაც საკმაოდ „ევასებათ" ე.წ. „რელაქსი".

2. იყო საუბარი იმაზე, რომ მათ თავიანთი შვილებისთვის სურთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ისინი არ ახდენენ ნარკოტიკის პროპაგანდას დ.ა.შ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს ჩვეულებრივი სიყალბე და საზოგადოების „დაბოლების" მცდელობა, რაც ასევე არ გამოუვიდათ.

3. დიმა ლორთქიფანიძემ დაასახელა სოროსის ფონდი, რომელმაც ე.წ. თეთრი ხმაური 23 000 ა.შ.შ. დოლარით დააფინანსა. თქვა, რომ საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც ფქვილსა, თუ საწვავთან ერთად, ნარკოტიკებისთვისაც საკმაოდ მიმზიდველი ტრასაა. საინტერესოა იმის გარკვევა, არსებობს თუ არა რაიმე კომპანია, რომელიც მზად იქნება გადაიხადოს სოლიდური თანხა იმაში, რომ რომელიმეპოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ლობირება გაუწიოს საქართველოს ე.წ. ნარკო ტრაფიკისა, თუ „ნარკოტიკების საწყობად" გადაქცევას.

ე.წ. დეკრიმინალიზაციაზე საკმაოდ ბევრი მაქვს დაწერილი, როგორც fb პოსტი, ისე სტატია და სპეციალური გადაცემაც მქონდა 2014 წელში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ინგა გრიგოლიამ ძალიან კარგად დამანახა ის შუქ-ჩრდილები, რაც ახლა საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან მიმართებაში (უკვე თამამად შეიძლება ამ სიტყვის თქმა) არის", - წერს გაბრიჭიძე.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner