საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ გადაცემა „რეაქციაში" ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ზოიძემ განაცხადა, „სახელმწიფომ ხრამში არ უნდა ჩააგდოს ნარკომომხმარებელი".
„დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმისკენ, რომ ჩვენ შევაკავოთ ადამიანი, რომელიც უფსკრულის პირას დგას, არამედ ჩვენ მას ვუბიძგებთ რომ ამ უფსკრულში ბოლომდე გადაეშვას. ადამიანს შეიძლებს აღარ უნდა, როცა ციხიდან გამოდის რომ დარჩეს მომხმარებელი, მაგრამ მას არ ვკურნალობთ. უფლებები შეზღუდული აქვს. დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი უმუშევარია, ხოლო 80%-ს აქვს 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ამ ხალხზე ვზრუნავთ ჩვენ. სახელმწიფომ ხრამში არ უნდა ჩააგდოს ნარკომომხმარებელი",- განაცხადა ზოიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია 30 ნოემბერს მოხდა.