„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პირადად ვთვლი, რომ იერუსალიმი ისრაელის სული და გულია და რა თქმა უნდა, მათი დედაქალაქიც, მაგრამ საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება უმალ გამოიწვევს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს „დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".