logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისა და ავანტიურისტებისგან
- +

20 აპრილი. 2016. 15:16


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბარიერი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად ჩაითვლებიან, 3%-მდე დავიდეს.


მისი თქმით, არ სურს, რომ ამან „რეგიონული ტიპის პარტიებს" უბიძგოს, რადგან, 40 000 ხმის შეგროვება ერთ რეგიონშიც არის შესაძლებელი.



უნდა არსებობდეს განცდა, რომ პარტია 2-3 რეგიონში მაინც აგროვებს მხარდამჭერებს, რათა ხალხის ფულით სარგებლობის უფლება ჰქონდეს. მე უფრო სხვა - 1/3/4 მოდელის მომხრე ვარ. არც ერთ საარჩევნო სუბიექტს თავისი თავის შეთავაზების უფლება არ წარმოეშვება, თუ საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის ერთი პროცენტის ხელმოწერას არ მოაგროვებს. გვყავს სამი მილიონი ამომრჩეველი? - 30 000 ხელმოწერას ვერ მოაგროვებს, ის ვერ შესთავაზებს თავის თავს. გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, გვყავს საკმარისზე მეტი. ამიტომ, ჩვენ უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისა და ავანტიურისტებისგან. საზოგადოებამ სამართლიანი კანონების ძალით უნდა გაცხრილოს. მოვიდა 2 მილიონი ამომრჩეველი, თუ ის 3%- 60 000 ხმას შეაგროვებს, ნიშნავს, რომ ვინც წარადგინა, 1%-ზე სამჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, წარმოეშვება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი და ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება. თუ 4 %- მოაგროვებს, ეყოლება პარლამენტში წარმომადგენლობა. 2 მილიონი ამომრჩევლის გამოცხადების შემთხვევაში, 80 000 ადამიანი თუ დაუჭერს მხარს. მარტივად რომ ვთქვათ, პარტიას ერთი დინამოს" სტადიონი მაინც უნდა გიჭერდეს მხარს, რომ პარტია გერქვას, ერთი ჩოგბურთის მოედანი კი არა. ერთი დინამოს" სტადიონი მაინც უნდა გიჭერდეს მხარს, რომ გქონდეს ამბიცია, პარლამენტში წარმომადგელობა გყავდეს. ამიტომ, მოდელი 1/3/4 ყველაზე უპრიანად მიმაჩნია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner