logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: ისრაელთან დაკავშირებით თითოეულმა ქვეყანამ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რისი მიღებაც მას სურს
- +

8 დეკემბერი. 2017. 11:15



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავის განცხადებაში იერუსალიმთან დაკავშირებით მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება.


 

„თითოეულმა ქვეყანამ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რისი მიღებაც მას სურს. მე ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა თქვა თავის განცხადებაში, აღიარება - ეს არის უბრალოდ რეალობის აღიარება. ისრაელის ყველა სამთავრობო დაწესებულება, ძირითადად, იერუსალიმში მდებარეობს. ამიტომ აშშ უბრალოდ აცნობიერებს ამ რეალობას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონტექსტში, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, ამერიკა მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თუკი ეს ორივე მხარის სურვილი იქნება. მანვე განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ასრულებს იერუსალიმის სტატუსს, რასაც ჯერ კიდევ განიხილავენ მხარეები და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა რექს ტილერსონმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner