logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
- +

8 დეკემბერი. 2017. 11:43



ქ.თბილისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.


საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და ქ.თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორები სკოლის მოსწავლეებს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე ესაუბრნენ, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიბერდანაშაული და ინტერნეტ თამაშები. სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე „არა ძალადობას", კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.


შეხვედრაზე, რომელსაც ქ.თბილისის 9 საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.


ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლებას.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner