ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიზანი იქნება ევროკავშირთან ღრმა პარტნიორობა და განსაკუთრებული ურთიერთობები.
„2016 წელს ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ განაცხადეს. დიდი ბრიტანეთი უპირობოდ ტოვებს ევროკავშირს, თუმცაб მომავალში ევროკავშირთან ღრმა პარტნიორობასა და განსაკუთრებულ ურთიერთობებზე იქნება მიზანმიმართული", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებები მეორე ფაზაში გადადის, რომელიც იანვარში დაიწყება.