დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის სამხედრო მონაწილეობას. გადაწყვეტილებას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, 19 - კი წინააღმდეგი იყო.
მიმდინარე წლის შუა პერიოდში დანია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით, F16 ტიპის 6 ავიაგამანადგურებელს და ასევე, C130J ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავს ჩართავს.
ოპერაციაში 400 დანიელი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.