logo_geo
eng_logo
უკრაინული კლოუნადა, ანუ მიშა „კრიშაზე“, პარაშენკო „პარაშასთან“
- +

8 დეკემბერი. 2017. 13:49


 

5 დეკემბერს დატრიალებული სამარცხვინო ამბებით პარაშენკომ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი.


პარაშენკოს ადგილი ამიერიდან „პარაშასთანაა", მიშა კი კვლავ „კრიშაზე" რჩება და იქ დარჩება, სანამ თვითონ არ გადმოხტება იქიდან.


5 დეკემბერს კინაღამ გადმოხტა...


მის მხარდამჭერებს რომ არ გაეკავებინათ, გადმოხტებოდა.


გადმოხტომით კი გადმოხტებოდა, მაგრამ დაშავებით არაფერი დაუშავდებოდა - მიშას ხომ ფრთები აქვს!


მიშას ფრთები აქვს, პარაშენკოს - არა!


მიშა პოლიტიკური ფრინველია, პარაშენკო ფულით გატენილი ტომარა.


ფულით გატენილი ტომარა მიშაც არის, მაგრამ ტომარა-მიშას ფრთები აქვს, ტომარა-პარაშენკოს - არა!


მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, რომელსაც არც პასპორტი სჭირდება და არც სხვა რამ დოკუმენტი, ისე გადაალაჯებს ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვარს, ბუზს ვერავინ აუფრენს.


მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, პარაშენკო - მხოლოდ უკრაინის.


მიშა მსოფლიო ბანდის წევრია, პარაშენკო მხოლოდ უკრაინული ბანდიუკის ატამანი.


კრამიტდაცურებულ მიშას ისეთი ვიღაცები „კრიშავენ", პარაშენკოს ხურდის დამთვლელადაც რომ არ აიყვანენ.


პარაშენკოს ყვავებს არწივი მიშა მანქანაში რომ ჰყავდათ დამწყვდეული, მიშას უთქვამს: ფისი მინდა და გადამიშვით ერთი წუთი მანქანიდანო.


- გადაგიშვათ, არა ისა... გაუშვი შარვალში, ჩაფსმული არ ჩამოგიყვანეთ „კრიშიდან", რა მნიშვნელობა აქვს, ერთხელ ჩაიფსამ თუ ორჯერო?


მიშა არ არის ქვეშაფსია - მიშამ მთელ მსოფლიოს გადააფსა თავზე და თუ მოეხოშება, გადაა...მს კიდევაც და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს.


მიშა მაგარია.


მიშას ვერავინ ჩასვამს ციხეში, რადგან მსოფლიოს 7 წამყვანი ფსიქიატრის დასკვნა უდევს ჯიბეში, რომ გიჟია.


სხვათა შორის, ისეთი ამბები ჩაუტარებია მანქანაში, შეშინებულ სპეცნაზელებს პარაშენკოსთვის დაურეკავთ - ბატკა, ეს ისეთ რაღაცებს აკეთებს აქ, გადაგვიყვანა ჭკუიდან - სავარძლის ტყავები კბილებით დაფლითა და დაღრღნა, ტანსაცმელი შემოგვაჭამა და შემოგვახია, ამის ჩასმა ციხეში როგორ შეიძლება - ნამდვილი გიჟიაო.


- თუ გიჟია, გაუშვით. როგორც ქართველი ხალხი ბრძანებს, „გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო", - უპასუხია ბატკას.


გაუშვეს...


გაუშვეს, რომ მალევე დაიჭირონ, ოღონდ ციხეში კი არ ჩასვამენ, სავარაუდოდ, მეგი გოცირიძეს გადასცემენ მოსათვინიერებლად.




გიორგი გამეზარდაშვილი











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner