logo_geo
eng_logo
თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

8 დეკემბერი. 2017. 15:32


 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით თაღლითობის მცდელობაში  ბრალდებულები  ვ.ბ.  და  გ.ხ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად მოპოვებული მასალებით  დადასტურდა, რომ  2017 წლის  თებერვალი-აპრილის  პერიოდში,   დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა,  2016 წლის აგვისტოში  წვრთნებისას ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა  ცოცხლად  გადარჩენილი  სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ  39 000  აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

ამავე განაჩენით სასამართლომ მესამე ბრალდებული  ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე  19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ სცნო.

 

ბრალდების მხარე  განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner