logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: „ადვოკატთა ასოციაციის“ მართვაში ჩართული უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი
- +

8 დეკემბერი. 2017. 17:08



9 დეკემბერს დანიშნულ „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირმა ჭკადუამ „რეპორტიორთან" ისაუბრა. ირმა ჭკადუას განმარტებით, თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატი ღირსეულია.


„წინასწარ ვერ ვიტყვი, შევძლებ თუ არა გამარჯვებას, ეს თითოეულმა ადვოკატმა უნდა გადაწყვიტოს. თავმჯდომარეობის თითოეული კანდიდატი ღირსეული ადამიანია, ამიტომ ყველა მათგანი მიმაჩნია კონკურენტად", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


კითხვაზე, თუ რა პრობლემებს ხედავს იგი „ადვოკატთა ასოციაციაში" და როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები, ირმა ჭკადუამ შემდეგნაირად უპასუხა:


„ვფიქრობ, რომ „ადვოკატთა ასოციაციის" მართვაში ჩართული უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი. პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს თითოეული მათგანის შეხედულებების შესაბამისად და ფინანსებიც შესაბამისად უნდა იყოს დახარჯული", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner