საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გზებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138-კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, შესაბამისად აღნიშნულ გზებზე, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.