ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7008 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0214 ლარი შეადგინა.
1 ევროს ღირებულება 3.1462 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1818 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.