logo_geo
eng_logo
კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა - მასშტაბურ ხანძარს ვერ აქრობენ!
- +

8 დეკემბერი. 2017. 21:49



სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას მშრალი ამინდი და ქარი აფერხებს. ქალაქ სან დიეგოდან ჩრდილოეთით ცეცხლის ახალი კერებია გაჩენილი.


კალიფორნიის შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხანძარმა 500-ზე მეტი ნაგებობა გაანადგურა, ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი.


ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათობით ვერტმფრენი და 5700-მდე მეხანძრე. სტიქიის გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. დაიხურა სანტა ბარბარას უნივერსიტეტი.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხანძრის გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner