თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საახალწლო გალა კონცერტები გაიმართება გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე. საახალწლო სცენები გაფორმდება ცოცხალი ნაძვის ხეებით (ქოთნებით), რომლებიც მერე გადაირგვება", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.