როგორც მაიდანზე დაბანაკებული სააკაშვილის აქტივისტები ატყობინებენ უკრაინულ გამოცემებს, მიხეილ სააკაშვილი ავადაა. გამოცემა ГОРДОН-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რა სჭირს სააკაშვილის, ამის თაობაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ სააკაშვილის გუშინდელი მოწოდება, რომ ხალხი მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლისთვის.