logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს-ს წარმომადგენელი: მიხეილ სააკაშვილი კიევში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა
- +

9 დეკემბერი. 2017. 01:23



უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.


მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი დაკავების დროს, არავინ დაშავებულა.


„მიხეილ სააკაშვილი ნადვილად დაკავებულია ნაციონალური პოლიციის მიერ კანონის სრული დაცვით. ის კიევში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.

 

დაკავების დროს, არავინ დაშავებულა. სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიებას გამოძიების პერიოდში", - წერს გერაშენკო TWITTER-ში.


საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს. მასძე ძებნა გამოცხადდა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner