უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი დაკავების დროს, არავინ დაშავებულა.
„მიხეილ სააკაშვილი ნადვილად დაკავებულია ნაციონალური პოლიციის მიერ კანონის სრული დაცვით. ის კიევში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.
დაკავების დროს, არავინ დაშავებულა. სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიებას გამოძიების პერიოდში", - წერს გერაშენკო TWITTER-ში.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს. მასძე ძებნა გამოცხადდა.