logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი!
- +

9 დეკემბერი. 2017. 01:28



საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებენ.


„დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი", - განუცხადა სააგენტოს უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ. მანამდე კი უკრაინის გენრპროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.


უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო კი „თვითერის" პირად გვერდზე წერს, რომ სააკაშვილი კივის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, სასამართლო კი 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს მისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner