„მიხეილ სააკაშვილის დაკავება წინააღმდეგობის, ძალის გამოყენებისა და დაშავებულების გარეშე მოხდა", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
ადგილზე მიიყვანეს ნაციონალური გვარდიის მებრძოლები.
შენობის შესასვლელი გადაკეტილია ავტობუსით. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან.