აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება:
„სასწაულების რატომ გჯერაო და იმ დროს, როცა ზოგიერთი ჩატში მწერდა - ვერ „გილაიქებ", დედას მიტირებენ, სხვა მხრივ, მთელი სულით და გულით შენთან ვარო, - წარმოვიდგენდი, ან მე ან ის „ზოგიერთი", რომ სააკაშვილს ბორკილდადებულს ვნახავდით, ისიც სხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების გამო? სამაჯურით კი არა, სულ რომ ალიკაპით გამოუშვან, რა მნიშვნელობა აქვს?!
რა დღეშია ახლა...
არ დამიწყოთ, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყოო. ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, სამართალმა თავად იცის, რა და როგორ... დადის, ოღონდ, ურმით აღარ, ტროლეიბუსით!" - წერს შარაძე.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. მის დაკავებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი ადასტურებს.