logo_geo
eng_logo
მედია ასახელებს მოქმედ მაღალჩინოსანს, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს
- +

9 დეკემბერი. 2017. 03:05


 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს. უკრაინული სააგენტო სააგენტო LB.ua და ტელეკომპანია TCH ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საუბარია პოლკოვნიკ იური პოკინბოროდას ბინაზე. პოკინბოროდა 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე ლუგანსკის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს კი, ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.


ამასთან, როგორც უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა, დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მხარდამჭერის ბინაში იმალებოდა.


მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.


„დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა", - ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner