შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
„სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს.-მ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.