logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ბოლო ორ თვეში 200 დასახელების წამალი გაიაფდა
- +

20 აპრილი. 2016. 16:07


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ბოლო ორი თვის განმავლობაში 200 დასახელების მედიკამენტზე ფასები 20-23%-ით შემცირდა. ამის შესახებ სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


სერგეენკოს თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა გამოკვეთილია, თუმცა მათ მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.


„მიუხედავად კლებისა, გაიზარდა მათზე წვდომა 23%-ით, მაგრამ ეს მაინც ბევრია მოსახლეობის გარკვეული რაოდენობისთვის, მაგალითად, პენსიონერებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლესაც აქვს ქრონიკული დაავადებები. ეს 23%-იანი კლება „შეჭამა" წინა თვეებში წამლებზე ფასების ზრდამ. ახლა, ჩვენ ვუახლოვდებით 2015 წლის ფასების მაჩვენებელს. გარკვეული პოლიტიკა შევიმუშავეთ და ამან გამოიწვია ფასების კლება ორ თვეში 20-23%-ით. ჩვენ რამდენიმე თვე გვჭირდება, კიდევ სულ მცირე 6-თვიანი ანალიზი, რომ ჩვენ მყარი კლება მივიღოთ არა 23%-იანი, არამედ, უფრო მეტი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner