ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პარასკევს დააპატიმრეს არა იმიტომ, რომ გადატრიალებას აწყობდა, არამედ
1. საკუთარი იმიჯი რომ გადაირჩინონ მოსახლეობის თვალში.
2. შაბათ-კვირა დასვენებაა, დასავლეთის სტრუქტურებიც ისვენებენ.
ორშაბათს კი შინაპატიმრობით გაუშვებენ, მაგრამ ვერცერთ კურდღელს ვერ კლავენ ამით, გუშინწინდელი სტატუს-ქვოს აღდგენაც კი სათუოა. იაფფასიანი სვლა იყო, უკვე მესამე", - წერს გიორგი უძილაური.