„დღეს „საქართველოს მწვანეთა პარტიის" დამფუძნებელს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დაიბადა 1963 წლის 9 დეკემბერს,
1988 წელს დააფუძნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები";
1992 წელს გახდა „ევროპის მწვანეთა" თანათავმჯდომარე;
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს საეჭვო ვითარებაში;
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მსუბუქი იყოს, ზურაბ, შენთვის ქართული მიწა!" - წერს გაჩეჩილაძე.