logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: მსუბუქი იყოს, ზურაბ, შენთვის ქართული მიწა!
- +

9 დეკემბერი. 2017. 13:21

 

„დღეს „საქართველოს მწვანეთა პარტიის" დამფუძნებელს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დაიბადა 1963 წლის 9 დეკემბერს,

1988 წელს დააფუძნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები";

1992 წელს გახდა „ევროპის მწვანეთა" თანათავმჯდომარე;

1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს საეჭვო ვითარებაში;

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მსუბუქი იყოს, ზურაბ, შენთვის ქართული მიწა!" - წერს გაჩეჩილაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner