logo_geo
eng_logo
ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
- +

9 დეკემბერი. 2017. 13:34

 

8 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა.


გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება - ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.


ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.


მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად.


მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.


მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.


გამოფენა გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner